პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრომ არ/ვერ უზრუნველყო კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა სტრასბურგის სასამართლოსთვის - ეკა მიშველაძე
საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ლადო ჭანტურიას არჩევას. როგორც მისმა პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე, სამწუხაროა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ვერ ან არ უზრუნველყო კონკურენტუნარიანი კანდიდატის წარდგენა.
„ეს, რაც მოხდა, ნიშნავს ფაქტობრივად იმას, რომ კიდევ ერთხელ ჩაიშალა ეს კონკურსი. იუსტიციის სამინისტრომ სამწუხაროდ, ვერ ან არ უზრუნველყო კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო,“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ექსპერტ-მრჩეველთა დასკვნის საფუძველზე ლადო ჭანტურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის შესაფერის კანდიდატად მიიჩნია. რაც შეეხება სოფიო ჯაფარიძისა და შოთა გეწაძის კანდიდატურებს, მინისტრმა თქვა, რომ ისინი მოკლე სასამართლო გამოცდილების გამო არ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


