უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ნოემბერი, 2017 16:35
font-size

იუსტიციის სამინისტრო ელიზბარ ჯაველიძის უპასუხისმგებლო განცხადებებს გმობს

2017 წლის 18 ოქტომბერს გავრცელდა აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის ინტერვიუ სათაურით: „იუსტიციის სამინისტრო საქართველოში ბინადრობის უფლებას 35 ათას დოლარად ყიდის“. აკადემიკოსი ინტერვიუში აცხადებს: „ვიცი, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოში ბინადრობის უფლებას 35 000 დოლარად ყიდის“; „ეს ყველაფერი ხომ ცხადყოფს, რომ ესენიც მოღალატეები არიან“; „რეალურად კორუფციაა, აბა, რა არის?“ და სხვ.

აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვინაიდან მოცემული ინტერვიუ შეიცავს ცნობას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სავარაუდოდ მომხდარი ან მიმდინარე დანაშაულის შესახებ, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია დაუკავშირდა აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს და სთხოვა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რაც გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

,,აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ის არ ფლობს მეტ ინფორმაციას მოცემულ საკითხზე და არც იმ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნია, რომელიც თავად გაავრცელა. მან დასძინა, რომ მტკიცებულებად ისიც საკმარისია, რომ „ქალაქი სავსეა შავი ხალხით“.

იუსტიციის სამინისტრომ უკვე მიმართა საგანგებო წერილით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, დაუდასტურა რა პატივისცემა წევრებისადმი, და მიაწოდა თითოეული აკადემიკოსის ინფორმაციისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ მოქმედი მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის ანგარიში (2013-2017 წწ.), რომელიც მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა (იხ. იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური გვერდზე: http://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=7536)

ანგარიშის თანახმად, 2013-2017 წლებში კომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების 32 523 განაცხადი იქნა განხილული, რომელთაგან 23 011 საქმეზე დადებითი დასკვნის სახით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების რეკომენდაცია გაიცა.

კომისიის დადებითი დასკვნების 86% შემთხვევაში, რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გაიცა იმ პირებზე, ვინც ან საქართველოში დაბადებული, ან საქართველოში დაბადებული და, ამავე დროს, საქართველოს ყოფილი მოქალაქე, ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყვნენ.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კომისიის საქმიანობის პრაქტიკამ გამოკვეთა ის გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მიიჩნევა, რომ პირისათვის მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესია. ეს გარემოებები, როგორც წესი, უკავშირდება საქართველოს ისტორიას, მათ შორის, უახლოეს წარსულში განვითარებულ სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს. მაგალითისათვის, კანონით განსაზღვრული სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომისია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას სახელმწიფო ინტერესად მიიჩნევს იმ პირებისათვის, რომლებიც:

ა) გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო საზღვარგარეთ გაემგზავრნენ და იქ დაფუძნდნენ (ძირითადად, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში), მაგრამ ბოლო პერიოდში სამშობლოში დაბრუნებისა და აქ დამკვიდრების სურვილს გამოთქვამენ;

ბ) საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან წავიდნენ და თავი საზღვარგარეთ შეაფარეს, დღეს კი ბრუნდებიან სამშობლოში;

გ) წინა პუნქტში მოხსენიებული პირების ოჯახის წევრები არიან და შესაძლოა, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიბადნენ;

დ) ეთნიკური აფხაზები ან ოსები არიან და სურთ, დაუბრუნდნენ საქართველოს სამართლებრივ სივრცეს;

ე) ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევენ;

ვ) უცხოელები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდნენ, ჰყავთ საქართველოს მოქალაქე შვილები; მათთვის საქართველოს მოქალაქეობა ოჯახის ერთიანობისა და ურღვევობის ხელშემწყობი ფაქტორია, წარმომავლობის ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნება კი, მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს;

ზ) უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც დიდი ხანია, საქართველოში ცხოვრობენ, მუშაობენ, ფლობენ ქონებას, ასევე, იციან ქართული ენა ან/და მათ მიერ საქართველოში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიცია;

თ) უცხოელი სპორტსმენები, მეცნიერები ან/და ხელოვნების მუშაკები, რომელთაც საქართველოს სახელით უნდა იასპარეზონ ან იმოღვაწეონ; და სხვ.

იუსტიციის სამინისტრო გმობს ელიზბარ ჯაველიძის უპასუხისმგებლო განცხადებას, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც განმცხადებელთან საუბარმაც დაადასტურა, ყოველგვარ მტკიცებულებას და საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი