სამართალი
იუსტიციის სახლთან „სამართალდამცავთა რეფორმირების“ ხელმძღვანელი დააკავეს
იუსტიციის სახლთან "სამართალდამცველთა რეფორმირების" ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, ასევე რამაზ კოკოშაშვილი და ბადრი ხიდაშელი დააკავეს.
იუსტიციის სახლთან გამართულ აქციაზე სახელწოდებით „არა ძალადობას“, აქციის მონაწილეები იმ 41 ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბანერის დადგმას ცდილობდნენ, რომლებიც, აქციის მონაწილეების აზრით, ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცავი უწყებების ქმედებებს შეეწირნენ.
სამართალდამცველები კი, აქციის მონაწილეებს ბანერის დადგმის საშუალება არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
„ჩვენ არ ვაპირებდით მის ჩაბეტონებას და მყარად დამონტაჟებას. ამ ბანერზე არის წარწერა, სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვინც სისტემამ ბოლო წლების განმავლობაში, 2012 წლიდან - ბარბარე რაფალიანციდან, პაატა პავლიაშვილის ჩათვლით, ყველა ის ადამიანი, ვინც არის სისტემის მსხვერპლი“,-განაცხადა ზვიად კუპრავამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


