სამართალი
იუსტიციის მინისტრს უწყებიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო დავა მოუგეს
იუსტიციის სამინისტროდან 2014 წლის იანვარში გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მინისტრ თეა წულუკიანს სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგეს.
სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე გამოცხადდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორი თანამშრომელი ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს სამწლიანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ასევე სამსახურში აღდგენა დაეკისრა.
უწყების ორი თანამშრომელი სამსახურიდან 2014 წელს დაითხოვეს. ანა სუბელიანი აცხადებდა, რომ ეს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, გადაწყვეტილება მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც მათ ამავე ცენტრის დირექტორის სამსახურიდან გაშვება გააპროტესტეს, მათ შორის Facebook-ის სტატუსებით.
ანა სუბელიანის და თამაზ ახობაძის სამსახურიდან დათხოვნა 2016 წელს საქალაქო სასამართლომაც უკანონოდ მიიჩნია, მას შემდეგ საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


