სამართალი
იუსტიციის მინისტრმა პროექტ „50 საჯარო მოხელის“ საუკეთესო მონაწილეები ინგლისში ერთთვიანი სასწავლო კურსით დააჯილდოვა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროექტ „50 საჯარო მოხელის“ 6 საუკეთესო მონაწილე ინგლისის მენეჯმენტისა და ენის საერთაშორისო კოლეჯში (MLS International College) ერთთვიანი სასწავლო კურსით დააჯილდოვა. როგორც ამას პროექტის პირობები ითვალისწინებს, სწავლება სრულად ფინანსდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ, _ აცნობეს მედიანიუსს სამინისტროდან.
საუკეთესო მონაწილეები კომპლექსური მიდგომით 6 კრიტერიუმის მიხედვით შეირჩნენ, ესენია: ტესტირების ქულები; კურსზე დასწრების მონაცემები; პროგრესის მაჩვენებელი (ტრენინგამდე და ტრენინგის შემდგომი შეფასება); კონფერენციის შეფასება; ტრენერების რეკომენდაციები და სასწავლო პროცესის განმავლობაში მონაწილეთა დასწრება.
მინისტრმა წარმატებული მონაწილეები საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიას პროექტის მონაწილეები, ტრენერები, მონაწილეთა სტაჟირების ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
პროექტი „50 საჯარო მოხელე“ მაღალი შეფასებებით 50-დან 37-მა მონაწილემ დაასრულა. 37 მონაწილიდან 30-მა ახალგაზრდამ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ოთხთვიანი სტაჟირება გაიარა, მათგან 22 საუკეთესო კი უკვე დასაქმდა სისტემაში, ხოლო 8-ს გაუგრძელდა სტაჟირება. „იუსტიციის სისტემას კვალიფიციური კადრების ახალი თაობის მომზადება სჭირდება. სხვადასხვა საჯარო კონკურსმა აჩვენა, რომ კონკურსში წარმატებისთვის ახალგაზრდებს წინასწარი მომზადება სჭირდებათ ხოლმე. სწორედ აქედან დაიბადა იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროექტის იდეა „50 საჯარო მოხელე“, რომელიც, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, წარმატებული პროექტია და ახალგაზრდების საჯარო სამსახურში დასაქმებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფოს აძლიერებს“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


