პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა განხილვის კომისია იუსტიციის სახლიდან გამოასახლა - გიორგი აბაშიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის კომისია იუსტიციის სახლიდან გამოასახლა.
“მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს განცხადება გავაკეთე, სადაც აღვნიშნე, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიზანი მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გაძლიერება, საზოგადოების ჩართულობა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო. შესაბამისად, ოთხი თვის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებით იუსტიციის სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ვიმუშავეთ და კონკრეტული შედეგი მივიღეთ. კომისიის თავმჯდომარედ თამარ ლალიაშვილის კანდიდატურა შეირჩა, რომელიც არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ წარმოადგენს და მაღალი კვალიფიკაციის იურისტია, ხოლო უსაფრთხოების საკითხების გაძლიერების მიზნით, კომისიას ერთი წევრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და ერთი წევრი ეროვნული უშიშროების საბჭოდან დაემატა. სამწუხაროდ, კომისიის გაძლიერებამ და გამჭვირვალობის ზრდამ იუსტიციის მინისტრის გაუგებარი გაღიზიანება გამოიწვია. შესაბამისად, სრულიად მოულოდნელად განაწყენებულმა მინისტრმა კომისიის წევრები იუსტიციის სახლიდან გამოასახლა. იმ შენობიდან, სადაც ეს კომისია წლების განმავლობაში მუშაობდა. დღეს კომისიის წევრები მოკლებულები არიან შესაძლებლობას საკუთარი საქმიანობა განახორციელონ" - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, შენობა, საიდანაც წულუკიანმა კომისიის წევრები გამოასახლა, სახელმწიფოს ეკუთვნის და არა ერთ კონკრეტულ მინისტრს.
“იუსტიციის სამინისტრო განაცხადების მიღებას განაგრძობს, რაშიც მოქალაქეები ფულს იხდიან. თუ კომისიას მუშაობის საშუალება არ მიეცემა, ეს ადამიანები ფულს დაკარგავენ. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია კომისიის მიმართ ქალბატონი მინისტრის ასეთი პიროვნული ანგარიშსწორება. მაგრამ ყველაზე მეტად იმ ასეულობით ადამიანის მდგომარეობა გვაღელვებს, რომლებიც მოკლებული არიან შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან, რათა ეს უსამართლობა დროულად აღმოიფხვრას. ამ წუთას ეს კომისია ქუჩაშია. დღეს იუსტიციის მინისტრმა კომისია გამოასახლა" - აღნიშნა აბაშიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


