უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ოქტომბერი, 2019 17:20
font-size

იუსტიციის მინისტრმა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრების კონფერენციას სიტყვით მიმართა

ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სამართლებრივი პოლიტიკა, კანონის უზენაესობისა და პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში, კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა, ელმმართველობა, ღია და გამჭვირვალე მთავრობა, სერვისების ხელმისაწვდომობა, მათ შორის, მაღალმთიან და რაიონული ცენტრებისაგან მოშორებულ სოფლებში − ეს იმ მიღწევების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტერიალის მონაწილეებს ესაუბრა. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორგანიზებითა და საფრანგეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებას 30-ზე მეტი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები, მათ შორის, 20 ქვეყნის იუსტიციის მინისტრები, ესწრებიან.

მინისტერიალი საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ნიკოლ ბელუბემ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მარი პასკემ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე ლინოს-ალექსანდერ სიცილიანოსმა გახსნეს.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტისა და საფრანგეთის ორგანიზებით გამართული მინისტერიალი 14 ოქტომბერს გაიხსნა. მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმი მუშაობას ხვალ ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დაასრულებს.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი