უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 აპრილი, 2018 17:20
font-size

იუსტიციის მინისტრმა და აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ დუნკანმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ დუნკანი მიიღო. შეხვედრა ამერიკელი მოსამართლის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც ელისონ დუნკანთან ერთად ესწრებოდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვიზიტის მიზანი საქართველოში სასამართლო რეფორმების მიმდინარეობის პროცესის გაცნობაა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, როგორც მართლმსაჯულების სფეროს რეფორმის განმახორციელებელი უწყების ხელმძღვანელმა, ელისონ დუნკანს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა რეფორმის სამივე ტალღასა და არასრულწლოვანთა სისხლის მართლმსაჯულების კოდექსზე. თეა წულუკიანმა შეხვედრაზე სამომავლოდ დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა.

იუსტიციის მინისტრმა სტუმარს მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა გააცნო, რომელთა შედეგადაც უზრუნველყოფილ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაცია; დაბრუნდა სატელევიზიო კამერები სასამართლო დარბაზებში; დამკვიდრდა მოსამართლეთა შეფასების სისტემა და შემუშავდა მისი კრიტერიუმები; დაინერგა სასამართლოებში საქმის განაწილების ელექტრონული სისტემა. საუბარი შეეხო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმასაც, რომელმაც პირველად შექმნა ქართული მართლმსაჯულების სფეროში სპეციალიზებული სისტემა 14-18 წლების ასაკის მოზარდთათვის და მოარგო ის ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს.

თეა წულუკიანმა ელისონ დუნკანს რეფორმირების პროცესის გაგრძელების საკუთარი ხედვაც გააცნო და ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღესვე მოსაგვარებელია, რადგან, მინისტრის აზრით, როდესაც მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოს წარმომადგენლები მნიშვნელოვანი საკითხების სამუშაო რეჟიმში განხილვის ნაცვლად ამ საკითხებზე ტელევიზიების მეშვეობით მსჯელობენ, მართლმსაჯულების ინტერესი ზიანდება და ასეთ მიდგომას არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობის აუცილებელ პრინციპთან.

იუსტიციის მინისტრისა და აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შეხვედრა „USAID“-ის პროექტის − „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ − ორგანიზებით გაიმართა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი