პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ „OLAF“ დელეგაციას ანტიკორუფციული რეფორმები გააცნო
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ბარამიძემ ჯოვანი კესლერს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული ანტიკორუფციული რეფორმები გააცნო.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციას ანტიკორუფციული საბჭო ახორციელებს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. სწორედ მისი ეფექტური საქმიანობის შედეგია, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერი ქვეყნის პოზიციებს. 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 4 პოზიციით გააუმჯობესა მონაცემები და ის მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა; ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რამდენიმე წელია, სტაბილურად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
ალექსანდრე ბარამიძემ შეხვედრის მონაწილეებს ის რეფორმები და ინიციატივები გააცნო, რომლებიც ანტიკორუფციული პოლიტიკის ნაწილია, კერძოდ: საჯარო სამსახურის რეფორმა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა; მამხილებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობის გაზრდა; ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების იმპლემენტაციის ეფექტური მონიტორინგი; პროკურატურის რეფორმა; სასამართლოს რეფორმა; სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმა, ელექტრონული საგრანტო კონკურსები და სხვა.
ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო ევროკომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სტრუქტურაა, რომლის მიზანი ევროკავშირის პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელების პროცესში ბიუჯეტური თანხების ხარჯის კონტროლია, რასაც უწყება პარტნიორი ქვეყნების ანტიკორუფციულ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


