პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში არგენტიან საბადოშთან. შეხვედრას ესწრებოდა „IOM“-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს ის აქტივობები გააცნო, რომელთაც მიგრაციის სამთავრობო კომისია ახორციელებს და რომელთა მიზანი მიგრაციის კუთხით საქართველოს არსებულ გამოწვევებზე რეაგირებაა. გოჩა ლორთქიფანიძემ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რაც იუსტიციის სამინისტროსა და სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან აქვთ.
იუსტიციის სამინისტროში შეხვედრის გამართვის ინიციატივა „IOM“-ის რეგიონულ დირექტორს ეკუთვნის. არგენტიან საბადოში საქართველოში 28 ნოემბერს ჩამოვიდა და იმ სამინისტროების ხელმძღვანელ პირებთან გეგმავს შეხვედრებს, რომლებთანაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მჭიდრო და პოზიტიური ურთიერთობის გამოცდილება აქვს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


