უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 თებერვალი, 2017 13:00
font-size

იუსტიციის მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველო აზერბაიჯანს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს ღია მმართველობის კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ. საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრები იმსჯელებენ იმ სამომავლო ღონისძიებების შესახებ, რომელთაც ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროები მოცემულ სფეროში განახორციელებენ, - აცნობეს მედიანიუსს იუსტიციის სამინისტროდან.

აზერბაიჯანის რესპუბლიკას „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრობა 2016 წლის მაისიდან შეჩერებული აქვს. საქართველოსთვის, როგორც „OGP“-ის თანათავმჯდომარე ქვეყნისთვის, რომელიც მიმდინარე წელს ამ პარტნიორობის თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადაიბარებს, მეტად მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანმა − საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეზობელმა ქვეყანამ − „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სრულფასოვანი წევრობა დაიბრუნოს. აზერბაიჯანისათვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება შარშან კეიპტაუნში იქნა მიღებული და საქართველომ, როგორც მმართველი კომიტეტის წევრმა, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.

ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი აზერბაიჯანის იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. დაგეგმილია ვიზიტები აზერბაიჯანის მეჯლისში (პარლამენტში), აგრეთვე, შეხვედრა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ღია მმართველობის პლატფორმის წევრებთან. თეა წულუკიანი, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის − ილჰამ ალიევის, ხსოვნას.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. 2016 წელს საქართველო პარტნიორობის თანათავმჯდომარე ქვეყნად აირჩიეს, მიმდინარე წელს კი საფრანგეთისგან თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსს გადაიბარებს.

ღია მმართველობაში წარმატებული პოზიციების გამო 2013 წლის აგვისტოში საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს − აღმასრულებელ კომიტეტში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს; 2013 წლის 1 ნოემბერს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს; 2015 წლის ივნისში კი ქვეყანა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა გახდა.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი