სამართალი
იუსტიციის მინისტრი „OGP“-ის გლობალურ სამიტში მონაწილეობს
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით პარიზში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგით მეოთხე გლობალური სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან, - აცნობეს მედიანიუსს იუსტიციის სამინისტროდან.
სამიტი 2016 წლის 7 დეკემბერს გაიხსნება. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. პეზიდენტი გახსნით ცერემონიას პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ თანათავმჯდომარესთან, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორ მანიშ ბაპნასთან ერთად წარუძღვება. გახსნით ცერემონიაზე სიტყვით წარდგება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, წლევანდელი სამიტის მთავარი მოვლენაა ღია მმართველობის პარიზის დეკლარაციის ხელმოსაწერად გახსნა. დეკლარაცია შედგება კოლექტიური ვალდებულებებისგან ღია მმართველობის სხვადასხვა თემატიკაზე. მთავრობებს/არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ შეუერთდნენ ერთ ან რამდენიმე ვალდებულებას, რომელთა შესრულება ღია მმართველობის რეფორმების წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს. სამიტზე საქართველო დეკლარაციის ხუთ კოლექტიურ ვალდებულებას შეუერთდება, ესენია: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალშემოქმედების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესება, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება მთავრობის ღიაობის მისაღწევად და, აგრეთვე, ვალდებულება, რომელიც კლიმატთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


