პოლიტიკა
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძე აირჩიეს.
კომიტეტის სხდომაზე დღეს კამათის მიუხედავად კენჭისყრის ორი ტური გაიმართა.
პირველ ტურში გედევან ფოფხაძემ 6 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა 5-ის, ხოლო რუსლან პოღოსიანმა 1-ის.
გამომდინარე იქიდან, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე არჩეულ კანდიდატურას კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა, გაიმართა კენჭისყრის მეორე ტური, რომელშიც გედევან ფოფხაძემ 7 ხმა მიიღო, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილმა - 2.
ეკა ბესელიამ, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ბოლო სხდომას მართავს, გედევან ფოფხაძეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე არჩევა მიულოცა.
ბესელიამ ფოფხაძეს ასევე მოუწოდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დატოვოს, რადგან მას ორი თანამდებობა ერთდროულად არ ჰქონდეს.
იურიდიულ კომიტეტს, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, ხელმძღვანელობას სწორედ გედევან ფოფხაძე გაუწევს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


