პოლიტიკა
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის კვოტით ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელი ნატო ჩხეიძე გახდა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის კვოტით, 8 ხმით არცერთი წინააღმდეგ, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელი ნატო ჩხეიძე გახდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მან თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ნატო ჩხეიძის კანდიდატურას ორი მიზეზით დაუჭირა მხარი.
„პირველი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გენდერული ბალანსის დაცვა და ქალი კანდიდატის მხარდაჭერა მოადგილის პოზიციაზე. მეორე, ქალბატონი ნატო არის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი. მას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მან მედიასთან საუბარისას ასევე აღნიშნა, რომ ჩხეიძის ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძოდა.
„ეს ოჯახი რეპრესირებულიც გახდა, მსხვერპლი იყო და ძალიან დიდ ხანს იბრძოდა სამართლის აღდგენისთვის, და ზოგადად, დემოკრატიული ფასეულობისთვის. ამ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა პირადად ჩემთვის. ამიტომ, ჩემი არჩევანი იყო სრულიად გაცნობიერებული“,-განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


