პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „საგზაო მოძრარობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გაიმართება
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ „საგზაო მოძრარობის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტს, რომლის შესახებ მომხსენებელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი იქნება.
საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შემოღებას, რომლის ამოწურვის შემთხვევაში, მძღოლს ხელახლა მოუწევს გამოცდის ჩაბარება მართვის მოწმობის ასაღებად.
გარდა ამისა, განიხილავენ ინიციატივას მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის რეალურ გზებზე გადატანის შესახებ. ცვლილებათა პაკეტის ავტორების თქმით, ასეთი მიდგომა გაცემის პირობებს უფრო საიმედოს გახდის და მძღოლების საწყის კვალიფიკაციას აამაღლებს.
გარდა ამისა, იგეგმება ადმინისტრაციული ჯარიმების გამკაცრება ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა.
რაც შეეხება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, ამ ცვლილების პაკეტიდან ამოღება იგეგმება.
საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებები ხუთ კანონში შევა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


