უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 თებერვალი, 2026 15:30
font-size

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონპროექტის იმ ნაწილში, სადაც განმარტებულია, თუ რა მიიჩნევა გრანტად, ცვლილება შევა. კანონპროექტში ჩაიწერა, რომ ეს არ შეეხება ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს.

კანონპროექტის თანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

კანონპროექტის თანახმად, გრანტის მიმღებად ასევე მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.

როგორც არჩილ გორდულაძემ განაცხადა, უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს ვალდებულება ექნებათ, გრანტის მიღებამდე შესაბამისი თანხმობა საქართველოს მთავრობისგან მიიღონ.

მისივე თქმით, თუ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრირებული ფილიალი, წარმომადგენლობა ან განყოფილება, თანხმობის გარეშე მიიღებს გრანტს, ეს პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

„საქართველოში არსებობენ ფონდები, სხვადასხვა ორგანიზაციები და მათი, შესაბამისი, უცხოური „დედა კომპანიის“ წარმომადგენლობები და ფილიალები - მათაც, თანხის მიღების შემთხვევაში, ვალდებულება ექნებათ, საქართველოს მთავრობას შესაბამისი თანხმობის მისაღებად მიმართონ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პასუხისმგებლობად განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით. სხვა პირების შემთხვევაში, მათზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება - იგულისხმება საქართველოში მოქმედი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც გრანტებს იღებენ“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტის თანახმად, იმ პირებს, რომლებსაც კანონის ამოქმედებამდე აქვთ მიღებული გრანტები, კანონის ამოქმედების შემდეგ ერთთვიანი ვადა ექნებათ, მიმართონ საქართველოს მთავრობას. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობასაც ერთთვიანი ვადა აქვს, გასცეს პასუხი - ან თანხმობა ან უარი.

„ერთთვიან პერიოდში, ამ პირებს შეეძლებათ, თანხები, მაგალითად, კომუნალური მომსახურებისთვის და სხვა ვალდებულების შესრულებისთვის დახარჯონ. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ გასცემს თანხმობას, ამ პირებს ვალდებულება ექნებათ, შეწყვიტონ მიღებული გრანტის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ცვლილება შევიდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში. კერძოდ, პროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოებაა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა.

„ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, კანონპროექტით „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატა ახალი მუხლი - „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა, ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.

„აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით, გთავაზობთ, იყოს გამოყენებული ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400-დან 600 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის, აღნიშნული იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი