საზოგადოება
იუმორისტი მიშა ანდღულაძე პროკურატურას მიმართავს - დაზარალებულის სტატუსსა და დაცვას მოითხოვს
იუმორისტი მიშა ანდღულაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჰააგაში თავს დაესხნენ, პროკურატურას მიმართავს და დაზარალებულის სტატუსსა და დაცვას მოითხოვს.
მიშა ანდღულაძე TV პირველთან აცხადებს, რომ სიცრუეა, თითქოს ჰააგაში „ქართული ოცნების“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ამიტომ გაუსწორდნენ ფიზიკურად. ანდღულაძის თქმით, გრძელდება სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინებების გამოგზავნა და ამიტომ მოითხოვს სახელმწიფოსგან დაცვის დანიშვნას.
„გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ჰგავს, ყველა თითქოს მომართულია, რომ თურმე მე დამაკლდა და კიდევ მეტი უნდა ყოფილიყო. რეალურად ისე გამოვიდა, რომ კმაყოფილები არ დარჩნენ ადამიანები, ვისაც უნდოდა, რომ არ ვიცი, როგორი ვენახე…. შემზადება მიდის, თითქოს, უნდა მოხდეს რაღაც ფატალური და სანამ ფატალური მოხდება, იქამდე ამას თუ არ ვუშველეთ, ეს ჯოჯოხეთია, მეც აღმოვჩნდი ძალადობაში შეჯიბრის სტატისტიკაში. 10 კაცი და თან ვის, კომედიანტს რომ ხუმრობის გამო თავს ესხმის, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ? სხვას, ვინც პირდაპირ ჩართულია რაღაც პროცესებში, იმას რა დაემართება, წარმომიდგენია“, – განაცხადა მან TV პირველთან.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


