პოლიტიკა
იციკ მოშე: შენს ქვეყანას ეხმარებოდე თუნდაც 1 დოლარით, ესაა მასთან დამაკავშირებელი დიდი ხიდი და ზრუნვის სიმბოლო
რუმინეთის შემდეგ, „ისრაელის სახლის“ კონცეფციის პრეზენტაციები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, ხვალ, 23 ნოემბერს „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იციკ მოშე ევროპაში მიემგზავრება.
„ისრაელის სახლი“, როგორც ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციისა (AEPJ) და ევროპული ალიანსი ისრაელისთვის (EAI) პარტნიორი ორგანიზაცია, ევროპულ ფორუმებზე უკვე არაერთხელ იყო წარმოდგენილი. ბოლო ასეთი შეხვედრა ბუქარესტში, ევროპულ ასამბლეაზე გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსები, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპაში ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, ისრაელის ქნესეთის წარმომადგენლები.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ვიზიტისას, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი შეხვდება ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელს.
„ჩვენი მესიჯია, რომ დღეს, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ებრაელმა ან უნდა იცხოვროს ისრაელში ანდა გარედან ყოველ დღე იზრუნოს თავის ქვეყანაზე. საზღვარგარეთ ისრაელის სოლიდარობის მოპოვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მისიაა და ამას ემსახურება „ისრაელის სახლი“. შენს ქვეყანას ეხმარებოდე თუნდაც 1 დოლარით, ესაა მასთან დამაკავშირებელი დიდი ხიდი და ზრუნვის სიმბოლო“, - აცხადებს იციკ მოშე და დასძენს, რომ საკუთარი ქვეყნისადმი დამოკიდებულების ეს მოდელი კარგი მაგალითია მცირერიცხოვანი ერებისთვის.
იციკ მოშეს თქმით, მხოლოდ ლაპარაკით, ზეიმებით ან მუდმივად ქვეყნის დადანაშაულებითა და ხელის გაშვერით პროგრესი არ მიიღწევა, ამიტომ უმნიშვნელოვანესია საკუთარი ქვეყნისადმი ვალდებულებების გათავისება.
„ისრაელის სახლის“ მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობა დეკემბერისთვის დაგეგმილი, თბილისში ისრაელიდან სამუშაო ვიზიტით მყოფი დელეგაციის მონაწილეობით შეჯამდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


