საზოგადოება
იციკ მოშე: პოსტკორონას პერიოდში ყველაფერი თავიდან იწყება
საქართველოს ისრაელის ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის - მიზრახი ბანკის 7-კაციანი დელეგაცია ეწვია. მათ შეხვედრები ჰქონდათ ბიზნესმენებთან, დაათვალიერეს ტურისტული ინდუსტრიის პროექტები, გაიცნეს ქართული საბანკო სისტემა, დასკვნითი შეხვედრა კი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელთან იციკ მოშესთან გამართეს.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა მათ გააცნო ისრაელელების მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი.
იციკ მოშემ ბანკირებს შესთავაზა, რომ 2023 წელს ბანკმა წლიური სემინარები საქართველოში ჩაატაროს.
ეს არის შეხვედრების სერია, რომელსაც ბიზნესპალატა ბიზნესფორუმის მზადების მიზნით საქართველოსა და ისრაელში მართავს. შეხვედრები ივნისში ისრაელში გაგრძელდება.
იციკ მოშეს თქმით, პოსტპანდემიის პერიოდში ბიზნესს, პრაქტიკულად, ბევრი რამის თავიდან დაწყება უწევს, რაც იძლევა ახალ შესაძლებლობებს. ბიზნესპალატა მუშაობს, რომ დაინტერესებულ ბიზნესჯგუფებს საქართველო გააცნოს და მოიზიდოს ინვესტიციები.
„ახლა მივემგზავრები, რომ ორმხრივი კავშირების განვითარების მიზნით შევხვდე წამყვან ორგანიზაციებს“, - ამბობს იციკ მოშე. მისივე თქმით, საჭიროა, არსებული პრობლემების მოგვარება და ამაში სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია. მაშინ, როცა პანდემიური შოკის გამო ჯერ კიდევ პასიური საინვესტიციო აქტივობაა მსოფლიოში, საქართველოს ეძლევა საშუალება, გახდეს ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა.
გარდა ბიზნესწრეებთან შეხვედრებისა, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი, ბისნესაქტივობის ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრებს მართავს ორივე ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებთან და ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო უწყებებთან.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


