უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ივნისი, 2025 18:00
font-size

იტალიელი ვარსკვლავი: საქართველო-იტალიას შორის ერთ-ერთი ელჩი ვიქნები

საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად ერთ-ერთი ელჩი ვიქნები, -- განაცხადა სახელოვანმა იტალიელმა მსახიობმა, პოპულარულ სერიალ „რვაფეხას“ ვარსკვლავმა სიმონა კავალარიმ თბილისში, კოტე მარჯანიშვილის თეატრში გამართულ მასტერკლასზე. იგი საქართველოში საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით, საქველმოქმედო მიზნითვე იმყოფებოდა. მსახიობი თეატრში სპექტაკლის -- „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონის“ -- პრემოერას დაესწრო, რომელიც ინკლუზიურმა დასმა, „ცხოვრება მშვენიერიამ“ წარმოადგინა. შემდეგ კი ქართული კინოსა და თეატრის მსახიობებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, მსახიობის გაზრდა ნებისმიერ როლს შეუძლია.

„სანამ რომელიმე როლის შესრულებას შევუდგები, ვსწავლობ პერსონაჟის წარსულს, ცხოვრებაში მის მიერ გადატანილ ტრავმებს (თუ ასეთი არსებობს) და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ თამაშს“, -- აღნიშნა სიმონა კავალარიმ და საკუთარი მრავალრიცხოვანი როლებიდან ფილმ „სკუადრა ანტიმაფიაში“ შესრულებული, კლაუდია მარესის როლი გამოარჩია. დამწყებ მსახიობებს კი, უპირველესად, შრომისმოყვარეობისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსვლამდე იცოდა, რომ იგი ძალიან ლამაზია. აქ ყოფნისას კი აღმოაჩინა, რომ 2 ქვეყანას ბევრი რამ აქვს საერთო. ეს მისთვის სასიამოვნო აღმოჩენაა.

„საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების გზაზე ერთ-ერთი ელჩი ვიქნები. როცა მეგობრები საქართველოში გადაღებულ ჩემს ვიდეობს სოციალურ ქსელში უყურებენ, აქაურობით ძალიან ინტერესდებიან და საქართველოში მოგზაურობის სურვილსაც გამოთქვამენ“, -- აღნიშნა სიმონა კავალარიმ.

მან „მედიანიუსის“ შეკითხვასაც უპასუხა, რაც სერიალ „რვაფეხას“ მთავარი როლების შემსრულებლებთან: მიკელე პლაჩიდოსა და რემო ჯირონესთან მის ურთიერთობას შეეხებოდა.

„სერიალის გადაღების შემდეგ მათთან ურთიერთობა არ გაგრძელებულა, რადგან ისინი ჩემზე ბევრად უფროსები იყვნენ. ვერ დავიჩემებ, რომ მეგობრუობა ბევრ მსახიობთან მაკავშირებს, რადგან მათი დიდი ნაწილი პატივმოყვარეობით გამოირჩევა“-- აღნიშნა სიმონა კავალარიმ და ახალბედა მსახიობებს ურჩია, „სიამაყემ არ დაგძლიოთო“.

მსახიობი საკუთარ ოჯახსაც შეეხო. კერძოდ, მისი თქმით, 3 ვაჟიშვილით ამაყობს და შვილებისათვის მნიშვნელოვან მომენტებში მათ გვერდით იდგა.

როგორც „ცხოვრება მშვენიერიას“ დამფუძნებელმა ნიკა ესაკიამ განაცხადა, ფონდი ამ პროექტით შეჩერებას არ აპირებს და საქართველოში სამომავლოდ კიდევ არაერთი ვარსკვლავის მოწვევას გეგმავს. აქამდე ფონდმა ჩევნს ქვეყანაში რამდენიმე ცნობილ იტალიელ მომღერალს უმასპინძლა. სიმონა კავალარი კი აქ მოწვეული პირველი მსახიობია. ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდება.

ცნობისათვის: საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2014 წელს დაარსდა და დღემდე არაერთ ადამიანს დაეხმარა.

სიმონა კავალარი სამშობლოში უკვე გაემგზავრა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი