უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 მაისი, 2019 17:11
font-size

„ისრაელის სახლისა“ და სარას ფონდის თაოსნობით უნივერსიტეტში ისრაელის კაბინეტი გაიხსნა

ისრაელის კვირეულის ფარგლებში, „ისრაელის სახლის“ თაოსნობითა და სარას ბენ შემეშის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს უნივერსიტეტში ისრაელის კაბინეტი გაიხსნა.

კაბინეტი ისრაელელი პედაგოგის სარა ბენ შემეშის სახელობისაა. მის გახსნას დაესწრნენ „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე, სარა ბენ შემეშის ფონდის დამაარსებელი რეუვენ ბენ შემეში, ისრაელის ქნესეთის ყოფილი ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, ისრაელის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელი აქრამ ხასონი, უნივერსიტეტის პრეზიდენტი გიული ალასანია, უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ.ცირა ჩიკვაიძე, სარა ბენ შემეშის ოჯახის წევრები, ნათესავები, უნივერსიტეტის სტუდენტები.

ისრაელის კაბინეტი აღჭურვილია მონიტორებით, სადაც ებრაელი ხალხის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების, კერძოდ, ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადების, ჰოლოკოსტის, ალიისა და ისრაელის სახელმწიფოს მიერ ბოლო ათწლეულებში მიღწეული წარმატებების ამსახველი კადრები გადის. შუშის სპეციალურ დაფებზე კი მოთხრობილია ისრაელის ისტორია ებრაელთა მამამთავრიდან, აბრაამიდან დღემდე. ცალკე დაფაზე განთავსებულ მონიტორზე გადის სარა ბენ შემეშის ბიოგრაფიის ამსახველი ვიდეოკადრები და ტექსტი.

უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ცირა ჩიკვაიძის განცხადებით, ისრაელის კაბინეტში ებრაისტიკის ლექციები ჩატარდება.

კაბინეტის გახსნაზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა ისრაელის სახლის ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ. მისი თქმით, „სახლის“ საქმიანობის მთავარი მიმართულებაა, მეგობარ ქვეყანას - საქართველოს გააცნოს ნამდვილი ისრაელი. ისრაელის კაბინეტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. აქ ქართველი სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ და ზუსტ ინფორმაციას ისრაელის და ებრაელი ხალხის განვლილი გზისა და დღევანდლობის შესახებ.

იციკ მოშემ ისრაელის კაბინეტს ცოტა ხნის წინათ „ისრაელის სახლის“ მიერ გამოცემული წიგნი „შეჭრა საბჭოთა კავშირში“ გადასცა. წიგნი დიდი საბჭოთა ალიის შესახებ მოგვითხრობს.

ისრაელის კაბინეტის გახსნას მიესალმნენ ისრაელის ქნესეთის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო კონცეფციის ავტორი ხილიკ ბარი და ისრაელის მთავრობის წარმომადგენელი აქრამ ხასონი.

კაბინეტის გახსნის შემდეგ, ისრაელის დელეგაციის წევრებმა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა უნივერსიტეტის ფოიეში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გამოფენა დაათვალიერეს და ჰოლოკოსტის მსხვერპლი 6 მილიონი ებრაელის ხსოვნის ნიშნად ექვსი სანთელი აანთეს.

ორი დღის შემდეგ, საქართველოს უნივერსიტეტს ისრაელის ქნესეთის სხვა დელეგაციაც ეწვია. დელეგაცია ისრაელის კვირეულს ქნესეთის სხდომის გამო დაგვიანებით შეუერთდა. მის შემადგენლობაში იყვნენ მმართველი პარტია ლიქუდის ერთ-ერთი ლიდერი, ქნესეთში კოალიციის ხელმძღვანელი დავიდ ბიტანი, ქნესეთის ყოფილი ვიცე-სპიკერი ნავა ბოკერი, ქალაქ რიშონ ლეციონის ვიცე-მერი იოსი ხამამი, ცნობილი ანალიტიკოსი არიელ ბულშტეინი და მმართველი პარტია „ლიქუდის“ რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელები. დელეგაციის ხელმძღვანელმა დავიდ ბიტანმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის შეთავაზებით, ხელი მოაწერა ე.წ. სტოკჰოლმის დეკლარაციას, რომელიც სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჰოლოკოსტის სწავლებას უკავშირდება. მანვე უნივერსიტეტის სპეციალურ წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ცნობისთვის: ისრაელის კვირეული 30 აპრილს „ისრაელის სახლისა“ და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით დაიწყო. კვირეულის ფარგლებში, ისრაელიდან 100 ბიზნესმენის, ქნესეთის წევრებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით უკვე გაიმართა საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი, 1 მაისს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, რუსთაველის თეატრში გაიმართა ჰოლოკოსტის ხსოვნის საღამო, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. ისრაელის დელეგაციის მონაწილეობით შეხვედრები გაიმართა, აგრეთვე, „ისრაელის სახლსა“ და ქართულ უნივერსიტეტებში. კვირეულის ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება იყო საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ინიციატივით თბილისის ცენტრში აშენებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს - ვინდჰამ გრანდის გახსნის ცერემონია, რომელსაც პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ისრაელის დელეგაცია ესწრებოდნენ.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი