პოლიტიკა
“ისრაელის სახლი“ - ევროპის ასამბლეაზე, EAI
„ისრაელის სახლი“ მონაწილეობას მიიღებს 20-23 ოქტომბერს დაგეგმილ, ევროპული ალიანსი ისრაელისთვის გენერალურ ასამბლეაში, რომელსაც რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს.
ასამბლეაზე განიხილება ალიანსის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში, ბოლო 50 წლის განმავლობაში ანტიისრაელური აქტივობების გავლენისა და პროისრაელური მუშაობის შედეგები; საუბარი შეეხება „ორი სახელმწიფოს“ კონცეფციასა და იუნესკოსთან თანამშრომლობის საკითხს. ასამბლეის მონაწილეები ისრაელის სახელმწიფოს დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საკითხებზეც იმსჯელებენ.
გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული ალიანსი ისრაელისთვის წევრი წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსები, რუმინეთის მთავრობის წარმომადგენლები, ევროპაში ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები.
ისრაელის სახლის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, გენერალურ ასამბლეაზე ცენტრალური ადგილი დაეთმობა „ისრაელის სახლის“ კონცეფციის პრეზენტაციას. „კონცეფციას უკვე გაეცნო და მოიწონა ისრაელის მთავრობამ. ახლა კი მას ევროპას გავაცნობთ“, - აცხადებს იციკ მოშე.
ცნობისთვის: 20-23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიება „ისრაელის სახლისთვის“ ევროპულ ინსტიტუტების ფორუმში მონაწილეობის პირველი შემთხვევა არ არის. შარშან „ისრაელის სახლი“ გახდა ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ბორდის წევრი და ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს მართავს. „ისრაელის სახლის“ წარდგინებით, 2018 წელს თბილისი, ევროპის ხუთ ქალაქთან ერთად, ევროპაში წარმოდგენილი იქნება, როგორც მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


