უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ივნისი, 2019 16:45
font-size

ისრაელისა და საქართველოს მთავრობებმა დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლონ პრობლემური საკითხები - იციკ მოშე

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე ფეისბუქის პირად გვერდზე ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა არალეგალურად ყოფნისა და მათ იქ კანონიერად დასაქმების საკითხზე საკუთარი პოზიციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“მედიანიუსი“ იციკ მოშეს პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ისრაელის სახლი“ ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა არალეგალურ ყოფნასა და კიდევ რამდენიმე პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით (ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი დასაქმება, სუროგატული ბავშვების შეყვანა) მიმართავს ორივე ქვეყნის მთავრობებს, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მონაწილეობით, დაუყოვნებლივ შეისწავლონ აღნიშნული საკითხები, მის კანონიერ და ცივილიზებულ ფარგლებში დროულად მოსაქცევად. ვფიქრობთ, აღნიშნული პრობლემები აქამდე უნდა წამოეწიათ ორივე ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლობებს, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.

„ისრაელის სახლი“ შიშობს, რომ ე. წ. „26 საუკუნოვან“ უადგილო ტერმინოლოგიას, ორმხრივ საეჭვო შუამავლებს და ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ატეხილ ანტისემიტურ ისტერიას დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ორი მეგობარი ქვეყნის პირდაპირი სახელმწიფოებრივი კავშირის პერსპექტივისთვის, ეს მაშინ, როცა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებთან დაკავშირებულმა გაცვეთილმა ფრაზეოლოგიამ საქართველო-ისრაელის კავშირები ისედაც ილუზორული გახადა. მიგვაჩნია, რომ ორი ხალხის ურთიერთობა ისტორიული კაპიტალია და მას კიდევ უფრო მეტი ფასი ექნება, თუ სახელმწიფოებრივი ხიდების მშენებლობისთვის გამოვიყენებთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გამოიკვეთება და გადაიკვეთება ორი ქვეყნის ინტერესები, არსებული პრობლემები კი გადაიჭრება კანონის ფარგლებში. და თუ ეს ვერ მოხერხდება, დავკარგავთ კიდევ ერთ, მომავალ 30 წელს“, _ წერს იციკ მოშე.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი