პოლიტიკა
„ისრაელის სახლმა“ სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობის ლიდერებთან შეხვედრას უმასპინძლა
ისრაელის კვირეულის ფარგლებში, „ისრაელის სახლმა“ უმასპინძლა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ლიკა ტორიკაშვილის პროექტის Youth 2250-ის წარმომადგენლებს.
ახალგაზრდებმა შეხვედრა გამართეს მეოცე მოწვევის ქნესეთის ვიცე-სპიკერთან, ისრაელ-არაბული კონფლიქტის სამშვიდობო კონცეფციის ავტორთან ხილიკ ბართან და ისრაელში მოქმედი ორგანიზაცია EAJC-ის სახალხო დიპლომატიის მიმართულების ხელმძღვანელთან, ანალიტიკოს არიელ ბულშტეინთან. შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლები ისრაელიდან და საქართველოდან, აგრეთვე, სხვა ქვეყნების, კერძოდ, პაკისტანის, ლიბანის, მალაიზიის, პანამის, ყაზახეთის, ჰოლანდიის ახალგაზრდობის ლიდერები და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები.
შეხვედრის თემა იყო „მშვიდობა ცენტრალურ აღმოსავლეთში“.
შეხვედრა „ისრაელის სახლის“ წარმომადგენელმა იამით მოსკოვიჩმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას ისრაელელი სტუმრები წარუდგინა.
ახალგაზრდობის წარმომადგენელთა თქმით, მათი მიზანია თანატოლებში მშვიდობის პროპაგანდა.
ნაჩვენები იქნა ორგანიზაცია Paint the World-ის მიერ მომზადებული მოკლე ფილმი, რომელშიც ასახულია ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სამშვიდობო მისიით მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში.
ხილიკ ბარმა და არიელ ბულშტეინმა ახალგაზრდებს ისრაელ-არაბული კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია გააცნეს, ისაუბრეს მის გამომწვევ მიზეზებზე. ისრაელელი პოლიტიკოსისა და ანალიტიკოსის თქმით, კონფლიქტის მასაზრდოებელია ის ანტიისრაელური ისტერია, რომელიც არაბულ სამყაროშია, რასაც ემატება ახალ თაობაში განათლების დაბალი დონე და ტერორიზმის პროპაგანდა.
„ისრაელს სურს მშვიდობა რეგიონში, რადგან ეს ხელს აძლევს ყველა მხარეს. ჩვენ ასეთ მშვიდობას მივაღწიეთ ეგვიპტესა და იორდანიასთან. სამწუხაროდ, ყველა სამშვიდობო შეთავაზებაზე ვიღებთ უარს ეს იმის სანაცვლოდ, რომ თითო მოკლულ ებრაელზე მიიღონ უფრო მეტი თანხა ტერორისტებისგან“, - განაცხადა ხილიკ ბარმა.
მანვე ვრცლად ისაუბრა ისრაელ-არაბულ (პალესტინის) კონფლიქტზე და განაცხადა, რომ მშვიდობისთვის მხარს უჭერს პრინციპს „ორი ხალხი - ორი სახელმწიფო“ ეს მაშინ, როდესაც ისრაელის მიწა და მისი დედაქალაქი, ბიბლიურად, ისტორიულად, მორალურად და პოლიტიკურად ებრაელი ხალხისაა. ხილიკ ბარის თქმით, მშვიდობის დამყარების პროცესში შესაძლოა, მეორე მხარე არ იყოს იდეალური, მაგრამ ისრაელის მხრიდან არის დიდი სურვილი, რომ მშვიდობა იყოს მიღწეული.
ანალიტიკოსმა არიელ ბულშტეინმა ისრაელის სახელმწიფოს სამშვიდობო ინიციატივებსა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც ცენტრალური აღმოსავლეთი ისრაელისგან იღებს. მისი თქმით, რთულია მშვიდობაზე და საზღვრებზე დაელაპარაკო მათ, ვინც საერთოდ არ ცნობენ ისრაელის სახელმწიფოს არსებობას.
შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა და დასასრულს ხილიკ ბარმა და არიელ ბულშტეინმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.

საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


