საზოგადოება
„ისრაელის სახლი“ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე გამოფენაში-ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას
„ისრაელის სახლი“ ხვალ მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ გამარჯვებული ქართული ორგანიზაციების პროექტების გამოფენაზე: „შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა 2019“.
ორგანიზაცია ბაზრობაზე წარადგენს ყველა იმ პროექტს, რომელსაც ბოლო წლებია ახორციელებს. მათ შორისაა ევროსაბჭოს ეგიდით საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი და მისი ამსახველი ფოტომასალა. დამთვალიერებელი „ისრაელის სახლის“ კუთხეში იხილავს, აგრეთვე, ორგანიზაციის სხვა აქტივობების ამსახველ თვალსაჩინოებას, მათ შორის დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც მოთხრობილია ისრაელ-საქართველოს სახელმწიფოებრივი ურთიერთობების განვითარებაში ორგანიზაციის მიერ გაწეული სამუშაოების, მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ. „ისრაელის სახლის“ კუთხეში გამოიფინება ორგანიზაციის მიერ მომზადებული და გამოცემული წიგნი „შეჭრა საბჭოთა კავშირში“, რომელშიც საბჭოთა კავშირიდან ებრაელთა გაყვანის დღემდე უცნობი დეტალებია გადმოცემული.
„ისრაელის სახლის“ პროექტებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი იციკ მოშე წარადგენს.
ღონისძიება „ფაბრიკაში“ (ეგნატე ნინოშვილი ქ. 8) გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ, აგრეთვე, ევროკავშირის პროგრამის გამარჯვებული ქართული ორგანიზაციები: Marjanishvili Theatre, CinéDOC-Tbilisi, GNFC - Georgian National Film Center, SOFA - School of Film Agents, გამომცემლობა აგორა/Agora Publishers, ელფის გამომცემლობა Elfi, CCA - Center of Contemporary, Art - Tbilisi, Tbilisi Architecture Biennial / თბილისის არქიტექტურის ბიენალე, Be Museumer, Caritas Georgia / საქართველოს კარიტასის ოფიციალური გვერდი, Tbilisi Opera and Ballet State Theatre, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი State Silk Museum. SOU festival, Public Art Platform საბავშო კინოთეატრი "ჯადოსნური ლამპარი" რუსთავი - Magic lantern Rustavi.
ბაზრობის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ გამარჯვებულ პროექტებს, შეიძინონ პროექტის გამარჯვებული ქართული გამომცემლობების წიგნები. ბაზრობაზე ასევე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა სხვადასხვა თამაში, პროექტების პრეზენტაციები, იქნება კინოჩვენება და სხვა საინტერესო აქტივობები.
ბაზრობის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ბენეფიციარი ორგანიზაციების პრეზენტაციები:
14:00 სთ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრი
15:00 სთ. Sofa - კინოაგენტების სკოლა
16:00 სთ. კინოფესტივალი CineDOC Tbilisi
17:00 სთ. მარჯანიშვილის თეატრი
18:00 სთ. საქართველოს მუზეუმების ასოციაცია
19:00 სთ. თბილისის არქიტექტურის ბიენალე
20:00 სთ. ისრაელის სახლი
21:30 სთ. მოეწყობა კინოჩვენება, რომელზეც კინოფესტივალი CineDOC Tbilisi მაყურებელს წარუდგენს შემდეგ ფილმებს: „90 წამი ჩრდილოეთ კორეაში“, 2018, რეჟ. რანკო პაუკოვიჩი/ხორვატია, ნიდერლანდები, 15.წთ. „თბილისიდან ტენესიმდე“, 2018, რეჟ. დენიელ ვაშინგტონი, აშშ/უნგრეთი, 29 წთ. „ადაპტირება“, 2017, რეჟ. მანე ბაღდასარიანი, სომხეთი, 21 წთ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


