უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 სექტემბერი, 2019 14:12
font-size

ისრაელის პრესა: „სკამზე მიწებებულ“ ისრაელის ელჩს შაბთაი ცურს საელჩოდან წასვლა არ სურს

ისრაელის გავლენიანი გამოცემა „იედიოთ ახრონოთი“ (14.09.2019) საქართველოში ისრაელის ელჩისთვის, შაბთაი ცურისთვის ამ თანამდებობაზე ვადის 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას უძღვნის სტატიას, სათაურით „მუდმივი ელჩი“ და ისრაელის საგარეო უწყებაში წყაროზე დაყრდნობით, მას „სკამზე მიწებებულად“ მოიხსენიებს.

ავტორიტეტული გამოცემა ხაზს უსვამს, რომ შაბთაი ცური პარტია ლიქუდის (ისრაელის მმართველი პარტია - რედ) წევრია და 2016 წელს საქართველოში მისი ხელმეორედ ელჩად დანიშვნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. იმის მიუხედავად, რომ 2018 წლის დეკემბერში ისრაელის მთავრობამ საქართველოში ელჩად პროფესიონალი და ავტორიტეტული დიპლომატი რან გიდორი დანიშნა, შაბთაი ცურს თანამდებობა არ დაუტოვებია. მან ისრაელის მთავრობაზე მოახდინა პოლიტიკური ზეწოლა და თანამდებობაზე ვადის გაგრძელება მოითხოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროში შიშობენ, რომ შაბთაი ცური საქართველოში ელჩობას მესამე ვადითაც მოითხოვს.

სტატიის ავტორი ითამარ ეიხნერი წერს, რომ შაბთაი ცური თავს არიდებს გამოცემის კითხვებს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში ამჟამად მოქმედ ელჩს, შაბთაი ცურს ამ თანამდებობაზე ვადა 2019 წლის დეკემბრამდე აქვს გაგრძელებული.

ცნობისთვის: შაბთაი ცური, იგივე შოთა ცოციაშვილი საქართველოში, ვანშია დაბადებული. გასული საუკუნის 70-იან წლებში ის რეპატრირდა ისრაელში. ერთხანს ეკავა ქალაქ აშკელონის ვიცე-მერის თანამდებობა. 2014 წელს ქალაქ ვანში ერთ-ერთ ქუჩას შაბთაი ცურის სიცოცხლეშივე მიენიჭა მისი სახელი. იმავე წელს შაბთაი ცურმა მოინდომა მისი სახელობის ქუჩა ყოფილიყო აშკელონში (ისრაელი). ვინაიდან ამ იდეას წინააღმდეგობა შეხვდა, ქალაქის მერმა უკან დაიხია - წერდა „იედიოთ ახრონოთი“. სხვა გამოცემის თანახმად კი, შაბთაი ცურს სურდა, მისი სახელი აშკელონში იმ ქუჩას დარქმეოდა, სადაც თავად ცხოვრობდა და ეს მაშინ, როცა ქალაქში ისრაელის ცნობილი პრემიერების სახელობის ქუჩებიც არ არსებობდა. „ამ კვირაში მოვისმინეთ ახალი ანეკდოტი, რომელსაც ჰქვია ქუჩა შაბთაი ცურის სახელობის, მისი სახლის გვერდით. ადამიანები კარგავენ რეალობის შეგრძნებას“, - წერდა ადგილობრივი გაზეთი.

საქართველოში ისრაელის მოქმედი ელჩი მედიასთან ურთიერთობით არ გამოირჩევა. ის იშვიათად ჩნდება საქართველოში ისრაელის მხარდამჭერ ღონისძიებებზეც.

ორი დღის წინ „იედიოთ ახრონოთში“ შაბთაი ცურზე გამოქვეყნებულ სტატიას სოციალურ ქსელში მოყვა არაერთი კომენტარი, რომელთა ავტორების უმრავლესობაც ისრაელის მოქალაქეა ერთ-ერთი ფეისბუკმომხმარებელი წერს: “ისრაელი მოსავალს იმკის. რაც დათესა, ის მიიღო. საერთოდ, დიდი შეცდომა იყო მისი (შაბთაი ცურის - რედ) დანიშვნა ამ თანამდებობაზე… ყოველგვარი საშუალება უნდა იხმაროს ისრაელმა, რომ ეს კაცი ამ თანამდებობას ჩამოაშოროს, სირცხვილია, დიდი სირცხვილი და საერთოდ დადგა დრო ასეთების ბოგინს ბოლო მოეღოს!“, - წერს მანჩო გაჩკა.

კიდევ ერთი ფეისბუკმომხმარებელი გიორგი ბერნშტეინი წერს: “შაბთაი ცურის ელჩად დატოვება ლახავს ისრაელის იმიჯს, რადგან ერთი და იმავე ქვეყანაში ერთი და იმავე ადამიანის რამდენიმეჯერ ელჩად გაშვება დამახასიათებელია აფრიკული ქვეყნებისთვის, სადაც ადამიანური რესურსის დეფიციტია.

ისრაელის მთავრობის პარტიული გადაწყვეტილება კი ისრაელს აფრიკულ ქვეყანად წარმოაჩენს. ვფიქრობ, შაბთაის ელჩობა შეურაცხმყოფელი უნდა იყოს საქართველოსთვისაც - ქვეყანა იმსახურებს მაღალკვალიფიციურ, პროფესიონალ დიპლომატს”.

ისრაელის მოქალაქე მარიამ სიარი ასე ეხმაურება გამოცემის სტატიას: „სირცხვილია! ეს არის პირველ რიგში, ისრაელის სირცხვილი, შემდეგ კი საქართველოსი. რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე პრესაში? რატომ არ იციან ორი სახელმწიფოს მოქალაქეებმა სიმართლე იმის შესახებ, თუ რა ხდება საელჩოში? რატომ არ ლაპარაკობენ ამ თანამდებობაზე მის შესაფერისობაზე? ელჩი, რომელიც ჭამს, ცეკვავს და ქეიფობს, მისი ადგილი მხოლოდ სახლშია!“.

ისრაელში რეპატრირებული მეირ მიხელაშვილი კი შაბთაი ცურის „სკამზე მიწებებულობაზე“ ამახვილებს ყურადღებას.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი