უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 დეკემბერი, 2018 15:05
font-size

ისრაელის დელეგაცია „ისრაელის სახლში“ ხანუქას სანთლის ანთებაში მიიღებს მონაწილეობას

„ისრაელის სახლის“ მოწვევით, თბილისს ისრაელის დელეგაცია ეწვია. სტუმრებს შორისაა ქნესეთის წევრი, ისრაელის კოალიციური მთავრობის ეკონომიკური ბლოკის პარტიის - „ქულანუს“ წარმომადგენელი აქრამ ჰასონი.

დელეგაცია თბილისს 2 დეკემბერს ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით ეწვია, თუმცა მისი წევრები, მათ შორის პარლამენტარი აქრამ ჰასონი საქართველოში ისრაელური ინვესტიციით მიმდინარე პროექტებსაც გაეცნობა. დაგეგმილია აქრამ ჰასონის შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხება, აგრეთვე, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინიციატივით გაისად ისრაელში საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმის ჩატარებას, რომელსაც დაესწრება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია. ფორუმს იერუსალიმის ცნობილ სასტუმრო „ვალდორფ ასტორიაში“ ორგანიზებას გაუკეთებს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა. მასში მონაწილეობას მიიღებენ ისრაელის მთავრობისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.

ზეგ, 2 დეკემბერს, 17.00 საათზე „ისრაელის სახლში“ (თავისუფლების მოედანი 4) ისრაელის დელეგაციის მონაწილეობით ხანუქას პირველი სანთლის ანთების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაზე დაგეგმილია, აგრეთვე, საბჭოთა დიდი ალიისადმი მიძღვნილი ახლადგამოცემული წიგნის „შეჭრა საბჭოთა კავშირში“ პრეზენტაცია. დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი, ისტორიული ფოტოებით ილუსტრირებული წიგნი „ისრაელის სახლმა“ ქართულ ენაზე გამოსცა, გაისად კი დაგეგმილია მისი ებრაულ და ინგლისურ ენებზე გამოცემა. წიგნში მოთხრობილია საქართველოს განსაკუთრებულ როლზე საბჭოთა კავშირში დიდი ალიის დაწყების პროცესში, ებრაელთა მასობრივ რეპატრიაციის პერიპეტიებზე და ისეთ ფაქტებზე, რომელიც დღემდე არ არის გახმაურებული.

„ისრაელის სახლში“ დაგეგმილ ღონისძიებებში ისრაელის ოფიციალური დელეგაციების მონაწილეობა უკვე ტრადიციად იქცა. 2 დეკემბრის ღონისძიება კი წლის ერთგვარი შეჯამება იქნება. მომავალ 2019 წელს „ისრაელის სახლი“ აპირებს ისრაელში ბიზნეს ფორუმის ჩატარებას, მარტში კი, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად, თბილისში უმასპინძლებს ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) გენერალურ ასამბლეას; 1 მაისს ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი ხსოვნის მასშტაბური საღამო ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს ისრაელის სამთავრობო დელეგაცია, გაიმართება წიგნის „შეჭრა საბჭოთა კავშირში“ ებრაული გამოცემის პრეზენტაცია. ხსოვნის საღამოზე კლასიკურ ნაწარმოებებს შეასრულებს მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ელისო ბოლქვაძე.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი