უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ივნისი, 2022 15:25
font-size

ისრაელიდან სიმსივნით დაავადებულმა 100-მდე ქალბატონმა საქართველო აირჩია

საქართველომ ისრაელიდან სიმსივნით დაავადებულ 100-მდე ქალბატონს უმასპინძლა. ისინი ქვეყანას ორგანიზაცია „შლუვოთის“ ინიციატივით ეწვივნენ. მათი სტუმრობის მიზანია, სიმსივნით დაავადებულმა ადამიანებმა ნახონ ახალი გარემო, მიიღონ მეტი სიხარული.

„შლუვოთმა“ საქართველო, ორგანიზაციის ერთ-ერთი დირექტორის რინათ მაროზისა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელთან იციკ მოშესთან შეხვედრის შემდეგ შეარჩია.

„შლუვოთი“ (ახალი კავშირი ცხოვრებასთან“) ვოლონტიორი ორგანიზაციაა და სიმსივნით დაავადებულებს სთავაზობს უნიკალურ დასვენებას და განტვირთვას ისრაელის მასშტაბით. ორგანიზაციის ხელმძღვანელები მუშაობენ საერთაშორისო კავშირებზეც და ორგანიზებას უკეთებენ მოგზაურობებს.

შეხვედრები განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც ძალიან ჭირდება სიხარული და პოზიტიური მომენტები და ისინი ყოველთვის ნასიამოვნები და აღფრთოვანებულნი არიან ღონისძიებებით, სადაც ისმენენ სემინარებს, ლექციებს, სპექტაკლებს და სხვა. შეხვედრები იმართება უსასყიდლოდ. ეს ხშირად ერთადერთი ადგილია, სადაც ისინი მიდიან მკურნალობასთან და ყველა ფიზიკურ და ემოციურ სირთულესთან გამკლავების პერიოდში და სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობენ და იღებენ უზარმაზარ ჩართულობას, მხარდაჭერას და ახალ-ახალ კავშირებს.

„შლუვოთის“ 16-ვე ფილიალის მენეჯერი თავად უმკლავდება სიმსივნეს და თავის საქმეს ნებაყოფლობით აკეთებს.

საქართველოში მხიარულება და გართობა 5 დღე გრძელდებოდა. გარდა სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის მონახულებისა, მოეწყო წვეულებები, სემინარები, მიიღეს საინტერესო გამოცდილება, რაც ყველა მონაწილეს მისცემს პოზიტივს და მოტივაციას, გააგრძელოს ბრძოლა და გაიმარჯვოს.

მოგზაურობის ინიციატორები არიან შარონ კოენი, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, რინატ ზოლტი - ვიცე-პრეზიდენტი და შარონ ეიტანი - ასოციაციის დამფუძნებელი, მენეჯერები: ირის ვერმოტი და სარიტ კოლანი.

„ისრაელის სახლთან“ თანამშრომლობით, ისრაელელი სტუმრებისთვის თბილისში მოეწყო ებრაული საღამო; ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა ქრისტი ჯაფარიძემ შეასრულა რამდენიმე ებრაული სიმღერა; გადაეცათ „ბადაგონის“ მიერ ჩამოსხმული ქოშერი ღვინო.

ისრაელელი სტუმრებისთვის დაგეგმილი ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრი კომპანია GMI, რომელმაც უანგაროდ იმუშავა.

აღსანიშნავია რომ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა წლებია ზრუნავს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაზე. მისი ხელმძღვანელის იციკ მოშეს ინიციატივით, 1999 წელს ისრაელში გაიხსნა საქართველოს ტურიზმის წარმომადგენლობა. ორგანიზაცია ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ამზადებს ტელეგადაცემებს, გამოსცემს წიგნებს და ხელს უწყობს ისრაელიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვას.

ორგანიზაციამ ისრაელში არაერთ პროფესიულ თუ სოციალურ ჯგუფს სხვადასხვა დროს გაუწია რეკომენდაცია საქართველოში ტურისტულ მოგზაურობაზე. მათ შორის იყვნენ შშმ პირებიც. ბიზნესპალატის პარტნიორი ორგანიზაცია, „ისრაელის სახლი“ (ხელმძღვანელი - იციკ მოშე) ევროსაბჭოს არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ეგიდით, წლებია საქართველოში ახორციელებს ებრაული მემკვიდრეობის კულტურულ მარშრუტს, რომელში შემავალი ობიექტები უკვე იქცა ტურისტულ ატრაქციებაად. „ისრაელის სახლი“ საერთაშორისო შეხვედრებზე პოპულარიზაციას უკეთებს აღნიშნულ მარშრუტს.

ცოტა ხნის წინათ “ისრაელის სახლი“ გერმანიაში გამართულ ფორუმზე ბორდის წევრად აირჩიეს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი