საზოგადოება
ისიც არა გადმოცემით ვიცი თუ როგორ მთელი გულით ეზიზღება პატრიარქი ივანიშვილს, რომელსაც სინამდვილეში შურს მისი ავტორიტეტის - მიხეილ სააკაშვილი
მე ძალიან ვაფასებ პატრიარქის დიდ დამსახურებებს, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, რომელთაც მე თვითონ მოვესწარი და ვადასტურებ, რომ ის მაშინ იყო მნიშვნელოვანი ნათელი წერტილი, სულიერი და პოლიტიკური თავშესაფარი ბევრი ჩვენგანისთვის ,- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„მან მთავარი როლი ითამაშა ქართული ეკლესიის როლის გაძლიერებაში.
ასევე მახსოვს პატრიარქის ცარიელი სკამი 2003 წელს, შევარდნაძის უკანონო პარლამენტის გახსნის მცდელობისას, რაც სწორი მორალური განაცხადი იყო.
ამავე დროს მე ისიც კარგად მახსოვს, რომ 2012 წელის შემდეგ ის შეხვდა მოსკოვში პუტინს და მისი თანდასწრებით განაცხადა "ბატონო პრეზიდენტო ერთ კაცს (მე - მ.ს.) არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობები", ე.ი. პრაქტიკულად მე დამასახელა ერთადერთ პრობლემად რუსეთთან ურთიერთობაში.
ვიღაცისთვის ეს დიპლომატიაა და ჩემთვის კი მსგავსი ნაბიჯი სულ სხვა კატეგორიაში გადის. ეს განცხადება შემორჩება ისტორიას, ისევე როგორც ისტორიას შემორჩება განცხადებების არ გაკეთება უსამართლო პოლიტიკურ პატიმრებზე, მაშინ როცა ჩემი პრეზიდენტობის დროს პატრიარქმა რამდენჯერმე მთხოვა შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკების (მირცხულავას, მოლაშვილის) შეწყალება და ყოველთვის დავუკმაყოფილე და ახლა რა მოხდა?
ისიც არა გადმოცემით ვიცი თუ როგორ მთელი გულით ეზიზღება პატრიარქი ივანიშვილს, რომელსაც სინამდვილეში შურს მისი ავტორიტეტის.
საბოლოო ჯამში პატრიარქი თუმცა კომპლექსური, მაგრამ ამავე დროს ძალიან ნიჭიერი ადამიანი და დიდი მნიშვნელობის მქონე ისტორიული ფიგურაა. მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე,“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


