პოლიტიკა
ისინი ზიანს აყენებენ სახელმწიფოს და არა რომელიმე კონკრეტულ ინდივიდს ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას - სულხან სალაძე
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, ხელისუფლება გააგრძელებს შეტევას არასამთავრობო სექტორზე. მისივე შეფასებით, ეს , უპირველეს ყოვლისა, აზარალებს ქვეყანას და არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას.
„მე არ ვფიქრობ, რომ კოპენჰაგენში რა განცხადებებიც გააკეთა, ეს ერთადერთი იქნება და ამით დასრულდება ეს ყველაფერი. ალბათ, უფრო მეტი სიმწვავით ისაუბრებენ სხვა ფორუმებზე. მაგრამ, მინდა შევახსენო, რომ ისინი ზიანს აყენებენ სახელმწიფოს და არა რომელიმე კონკრეტულ ინდივიდს ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, ვინაიდან ასეთი განცხადებები მიანიშნებს იმაზე, რომ დიახ, სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ამ ქვეყანაში. ხელისუფლება, რომელიც თვლის, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა აკრიტიკებდეს მას, იქ სხვა ტიპის რეჟიმი უნდა არსებობდეს საერთოდ მმართველობის თვალსაზრისით და არა ის, რომელიც დაკავშირებულია და გამოხატავს დემოკრატიას“,-თქვა სალაძემ.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დანიაში, კოპენჰაგენის ფორუმზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის კითხვამ გააღიზიანა. პანელზე სიტყვით გამოსვლის დროს მას გიორგი ონიანმა კითხვა საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის შესახებ დაუსვა.
მინისტრმა ამ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი წინა ხელისუფლების დროს შს სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო და სავარაუდოდ, მას 7 ნოემბრის აქციის დაშლაში წვლილიც მიუძღვის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


