პოლიტიკა
ისინი ცდილობენ ყრილობის საბოტაჟი მოახდინონ - ნიკა მელია
ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია პარტიის იმ ნაწილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლებმაც 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენეს.
„ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ პარტიის მმართველობაში არსებულმა მცირე ჯგუფმა მოახერხა და დაუპირისპირა არამხოლოდ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, არამედ პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობის ნებას. ეს არის ჩემთვის ძალიან დასანანი. დასანანია ასევე, რომ პარტიის მმართველობაში მყოფი მცირე ჯგუფი ცდილობს შეინარჩუნოს მისი გავლენა და ამ მიზნისთვის აკეთებს ყველაფერს და დაუპირისპირდა პარტიის უმრავლესობის მხარდამჭერებს. ისინი უკანასკნელი დღეების განმავლობაში ცდილობენ წარმოაჩინონ ყრილობა, როგორც არალეგიტიმური ისე თითქოს იქ არის უამრავი დარღვევა, ჩემთვის სამწუხაროა, რომ პარტიის მცირე ჯგუფი აცდენილია იმ განწყობებს რომელიც არის პარტიის მხარდამჭერებში.
ნაციონალური მოძრაობა არ არის რომელიმე ცალკე აღებული ერთი ჯგუფის, ნაციონალური მოძრაობა ეკუთვნის მის ათიათასობით წევრს და ამომრჩეველს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში იქცნენ სამიზნე ივანიშვილის, დაშინების და შანტაჟის. ეს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ როგორ უნდა განვითარდეს პარტია. ისინი ცდილობენ საბოტაჟი მოახდინონ ყრილობის, რაც რა თქმა უნდა თავიდანვე განწირულია,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


