პოლიტიკა
ისეთი ბოროტმოქმედი, როგორიც ივანიშვილია, არავინ ყოფილა, არც სააკაშვილი და შევარდნაძე -შალვა ნათელაშვილი
“დღეს სააკაშვილის ფაქტორიც გამოსაყენებელია ივანიშვილის მოსაცილებლად, რადგან სააკაშვილის პოლიტიკამაც გამოიწვია ამ ავბედითი, ბოროტი კაცის ხელისუფლებაში მოსვლა და ისიც უნდა ჩადგეს ფარვატერში, რომ მოვიცილოთ ერთად,” – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„დღეს ყველაზე საშიში დიქტატორი და მოსაცილებელი მკვლელი ჩემი ქვეყნის არის ივანიშვილი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
"ღამის კურიერის" ეთერში, წამყვანმა ირაკლი იმნაიშვილმა შალვა ნათელაშვილს ვაშინგტონში გამართული აქცია გაახსენა, სადაც ის სააკაშვილს დიქტატორს უწოდებდა. კითხვაზე, იყო თუ არა სააკაშვილი დიქტატორი, ნათელაშვილი ამბობს: „ყოველ შემთხვევაში, ისეთი ბოროტმოქმედი, როგორიც ივანიშვილია, არავინ არ ყოფილა, არც სააკაშვილი და შევარდნაძე“.
„ბიძინა, ნუ გიხარია ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა, ეს შენ მაინც არ გიშველის. შენ უკვე სანქცირების კანდიდატი ხარ ვაშინგტონში და შენი საქმე არის პოლიტიკური სამარე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
“პოლიტიკურ შეფასებებს არ ვიმეორებ, რადგან არ მინდა, ივანიშვილმა ამ ღამეს მშვიდად დაიძინოს. მე მინდა, რომ დალიოს სტაფილოს წვენი, მერე ატკივდეს ის მუცელი, რომელშიც ჩვენი ბიუჯეტი მოათავსა და შემდეგ ეს ყველაფერი დამთავრდეს ბროწეულის ოყნით და მისი აქედან პირდაპირ გლდანის ციხეში გაფრენით," - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


