პოლიტიკა
ის, რომ თამბაქოს ბიზნესისა და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია, არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „იბერია ტვ“-ისა და კომპანია „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
პრემიერის თქმით, ის გამოხატავს ღრმა პატივისცემას ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში, თუმცა გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს.
„მქონდა შეხვედრა და გვქონდა კომუნიკაცია ამ კომპანიასთან და მის აქციონერებთან. მეორე, ჩვენ ვართ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და მეგობრული ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ, განსაკუთრებით როდესაც ვსაუბრობთ ადგილობრივ წარმოებაზე.
კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. თითოეულ სამუშაო ადგილს ყველაზე მაღალპრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს. სწორედ აქედან გამომდინარე, მოგეხსენებათ როგორი პოლიტიკა იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან, თუ სწორად მახსოვს, 11-ჯერ გადაუვადდა ამ კომპანიას შემოსავლების სამსახურის მხრიდან სანქციების გამოყენება, რომელიც ასეთ დროს დგება, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ტენდენცია ძალიან ნეგატიური, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ეს დავალიანება“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“-ის დავალიანებამ მიაღწია თითქმის 51 მილიონ ლარს.
როგორც პრემიერმა განმარტა, თამბაქოს წარმოებას აქვს სააქციზო გადასახადი, რომელიც ყველამ უნდა გადაიხადოს. მან აღნიშნა, რომ მედიაპლურალიზმი არის მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რომელსაც უფრთხილდებიან.
„არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი „ქართული ოცნების“ და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით. რაც შეეხება თამბაქოს წარმოებასა და კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და რა თქმა უნდა, ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესისა და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს.
გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და ფინანსთა სამინისტრო, ისევე როგორც შემოსავლების სამსახური, უნდა იყოს მაქსიმალურად განწყობილი, რომ თუ დავალიანება დაგროვდა, შეიქმნას გრაფიკი, რომელიც კომპანიას მისცემს საშუალებას, აწარმოოს თავისი საქმიანობა, გადაიხადოს გადასახადებიც და დაფაროს წარსული დავალიანებაც. მიდგომა გახლდათ სწორედ ასეთი და მგონი, ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა გააკეთეს კონკრეტული განმარტება, 11-ჯერ მოხდა გადავადება“, – აღნიშნა ბახტაძემ.
რაც შეეხება „იბერიას“ მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება, ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ხელშეუხებელი არავინ არაა.
„დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გადადგამენ ნაბიჯებს, რაც არის გადასადგმელი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოში ხელშეუხებელი არ არის არავინ, ეს არის ყველაზე მთავარი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამის დემონსტრირება არაერთხელ მოახდინა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


