პოლიტიკა
ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უცნობია, საქართველოში ამომრჩევლების ისედაც გულგრილ დამოკიდებულებას ამძაფრებს - ლორა ტორნტონი
საქართველოში NDI-ის ხელმძღვანელის, ლორა ტორნტონის თქმით, ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე საარჩევნო თარიღი კვლავ უცნობია, გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. გარდა ამისა, ტორნტონმა კიდევ ერთ პრობლემად დაასახელა წინასაარჩევნო პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატთა სრული სიის არარსებობა.
„ამ დროისთვის ჯერ არ ვიცით, ეყოლება თუ არა „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი და მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში პრეზიდენტი.
ჩვენი შეფასებით, ამ ვითარებაში კანდიდატებს არ აქვთ სათანადოდ მომზადების საშუალება. მათ არ იციან, როგორ დაგეგმონ წინასაარჩევნო კამპანია და ეს ფაქტი საქართველოში ამომრჩევლების ისედაც გულგრილ დამოკიდებულებას ამძაფრებს.
ჩვენთან შეხვედრებზე დაინტერესებულმა მხარეებმა წინა არჩევნებზე გამოვლენილ პრობლემებზე ისაუბრეს. მათ შორის ტექნიკური და სამართლებრივი პრობლემები და საარჩევნო კომისიის ფორმირების წესებია, ასევე წარსულში ფინანსური შემოწირულობებისა და სახელმწიფო რესურსების გამოყენების საკითხები. განვიხილეთ დაშინების ფაქტები, რომლებიც, ვიმედოვნებ, აღარ განმეორდება“, -თქვა ტორნტონმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


