პოლიტიკა
ის, რომ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ აფხაზი და ოსი ხალხის ნებით არ ხდება, ესაა რეალობა - ლევა იზორია
„რუსეთის მხრიდან არაერთგზის ვაწყდებით უკანონო ქმედებებს. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას მაქსიმალურად ვაწვდით ინფორმაციას და დამერწმუნეთ, დადგება დრო, როდესაც ყველა დამნაშავე მართმსაჯულების წინაშე აგებს პასუხს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გიორგი ანწუხელიძის საფლავის ყვავილებით შემკობის შემდეგ ჟურნალისტებს ოკუპაციის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
„ის, რომ ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა და საფრთხეა, ეს აღიარებულია საერთაშორისოდ. ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ყოველდღიურად მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ავიმაღლოთ ოკუპაციის წინააღმდეგ ხმა და გადავდგათ პრაქტიკული ნაბიჯები საფრთხეების პრევენციისთვის“, - განაცხადა იზორიამ.
იზორია ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ დროა, სოხუმმა თბილისთან დიალოგი დაიწყოს.
„იცით, რომ გვაქვს ძალიან მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი თანამოძმეების, აფხაზებისა და ოსების ჩვენს ქვეყანაში ინტეგრირებაზე. ამ მშვიდობიანი პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ჩვენი გაძლიერება და განვითარება. სწორედ ამას ემსახურება მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის". ასე რომ, ამ პოლიტიკის ფარგლებში, რასაკვირველია, ყოველთვის მზად ვართ დიალოგისა და ამ მშვიდობიანი პოლიტიკის გამყარებისთვის.
ამ დიალოგისთვის გვაქვს საერთაშორისო ფორმატები. ჩვენ განუხრელად ვიცავთ პრინციპს, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, მათ შორის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება დამოკიდებულია ამ ფორმატებზე. ის, რომ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს აქვს მაქსიმალური კონტროლი, ის, რომ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ აფხაზი და ოსი ხალხის ნებით არ ხდება, ეს არის რეალობა. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ საერთაშორისო ფორმატების გაძლიერება არის იმის წინაპირობა, რომ დიალოგი რეალურ ფარგლებში შედგეს“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


