პოლიტიკა
ის, რაც მოვისმინეთ ლევან ყიფიანისგან, არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდების მცდელობა - დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადებას „ომეგას“ საქმეზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით „საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდების მცდელობა“ უწოდა.
ბაქრაძის შეფასებით, ყიფიანის ნათქვამი ადასტურებს, რომ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ჩართულია კორუფციაში.
„ის, რაც მოვისმინეთ, არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდების მცდელობა. თუ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, რას ელოდებოდა ამდენი ხანი ლევან ყიფიანი, თავიდანვე რატომ არ განაცხადა, რომ ეს ტყუილი იყო. იქნებ, ის სხვა ჩანაწერებიც დადგმული იყო, ან „ფილიპ მორისის“ წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილებაც ერთი წლის წინ, რომელიც შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, ტყული იყო და მოგვეჩვენა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ადასტურებს ერთს, რომ როგორც ჩანს, მართლაც, ეს ამბავი არის სიმართლე, მართლაც, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ჩართულია კორუფციაში და დღეს ეძებენ გამოსავალს, როგორ არ გამოიძიონ და მიჩქმალონ ეს ამბავი, ამიტომ ამ ყველაფრის საუკეთესო პასუხი იქნება 28 ოქტომბრის არჩევნებზე შესაბამისი პასუხის გაცემა და „ქართული ოცნების“ დამარცხება მთელი თავისი კორუფციული სქემებითა და არაფორმალური მმართველობით“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, გუშინ ლევან ყიფიანმა საქალაქო სასამართლოში „ომეგას“ საქმეზე გამოქვეყნებული ჩანაწერების შესახებ დაკითხეს. მიცემული ჩვენების შემდეგ ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერები მან და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა დადგეს, რათა კომპანიის უცხოელი პარტნიორებისთვის ეჩვენებინათ. ყიფიანის თქმით, ოქუაშვილმა სთხოვა ამ აუდიოფირების ჩაწერა, რათა დაერწმუნებინა უცხოელი პარტნიორები, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებდა მასზე და მოხდებოდა იმ ვალდებულებების გადავადება, რომელიც პარტნიორებთან გააჩნდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


