სამართალი
“ის, რაც ხდება, აბსოლუტური ბოდვაა” - ლევან ყიფიანმა გამომძიებლების კითხვებს უპასუხა
გუშინ პირველად გამოჩნდა ტელეკამერების წინაშე სკანდალური აუდიოჩანაწერებისა და ომეგაზე ზეწოლის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი. ლევან ყიფიანი პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა, თუმცა ის უწყებიდან მალევე გამოუშვეს. დაკითხვა ერთ საათსაც არ გაგრძელებილა. კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ჩანაწერის ავთენტურობას, ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი დუმს.
როგორც ყიფიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერები და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკურად მოტივირებულია.
მისივე თქმით, მისი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
,,ყველანაირად ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. ყველაფერს დაადგენს გამოძიება. ის, რაც ხდება, აბსოლუტური ბოდვაა, ეს ვიღაცის პოლიტიკური და ფინანსური ინტერესებია და ამაში მონაწილეობას ვერანაირად ვერ მივიღებ. მსგავსი არაფერი ყოფილა. ყველაფერი არის გამოგონილი, ტყული და ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ავთენტურობასაც და ყველაფერს გაარკვევს ექსპერტიზა და გამოძიება. ამ ორგანიზაციის თანამშრომელი ვიყავი 3 წელი. მოგიწოდებთ თქვენც ჟურნალისტებსაც, ,,იბერიის" ჟურნალისტებსაც, რომ შეიძლება რომელიმე ჟურნალისტი იგივენაირად გახდეს მსხვერპლი", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


