საზოგადოება
ის რაც ამჟამად სირიაში ქურთების წინააღმდეგ ხდება, საქართველოს უშიშროებასაც დიდ საფრთხეს უქმნის - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს პარტიის წარმომადგენლებთან და თბილისში მცხოვრებ რამდენიმე ქურთი ეროვნების მოქალაქესთან ერთად საქართველოში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა.
„ლეიბორისტული“ პარტია თურქეთის ხელისუფლებას სთხოვს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები სირიის ტერიტორიიდან და შეწყვიტოს ქურთ მოსახლეობასა და ქურთ ჯარისკაცებზე საომარი იერიშები.
„ლეიბორისტების“ ლიდერის განცხადებით, ის სოლიდარობას უცხადებს ქურთ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და საჯარისო მოქმედებების შეწყვეტას სთხოვს თურქეთის ხელისუფლებას.
ნათელაშვილის თქმით, ის რაც ამჟამად სირიაში ქურთების წინააღმდეგ ხდება, საქართველოს უშიშროებასაც დიდ საფრთხეს უქმნის და ეს ვითარება „ყველაზე მეტად რუსეთს აძლევს ხელს“.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


