პოლიტიკა
ის იქნება სუს-თან არსებული სსიპი, მაგრამ არა საგამოძიებო ფუნქციით - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა.
ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტის მიხედვით, იქმნება დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც სსიპის სახით დაექვემდებარება უსაფრთხოების სამსახურს და ის იქნება მთავარი მაკონტროლებელი ორგანო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით.
,,ის იქნება სუს-თან არსებული სსიპი, მაგრამ არა საგამოძიებო ფუნქციით. მას მხოლოდ ტექნიკური სერვისის განხორციელება ევალება. ეს სააგენტო მოემსახურება ყველა უწყებას, ვისაც კი სასამართლოს ბრძანებით ექნება დავალება გაცემული, რომ განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ფარული მოქმედებები’’, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ უწყების შექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა საჭირო. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მიყურადების განხორციელების არსებული საკანონმდებლო ნორმები.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


