უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 თებერვალი, 2017 18:30
font-size

ირმა ნადირაშვილი-მანანა კობახიძეს: ამ სიტყვების შემდეგ წინასწარ გილოცავთ, აყვანილი ხართ ამ ვაკანსიაზე

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის კანდიდატად წარდგენილი მანანა კობახიძის განცხადებით, იგი ილია ჭავჭავაძის მსგავს მოღვაწედ ჩათვლის ყველა იმ ადამიანს, ვინც ქვეყანაში ასეულობით ისტორიულ ძეგლს აღადგენს, ფიზიკურად გადაარჩენს მეცნიერებს, ხელოვანებს და სხვა.

ამის შესახებ კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ირმა ნადირაშვილის მიერ დასმული კითხვის საპასუხიდ განაცხადა, რომლის მიხედვით, თვლის თუ არა მანანა კობახიძე დღესაც, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისეთივე როლს ასრულებს და ისეთივე საზოგადო მოღვაწეა, როგორიც XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძე იყო?

„თუ ვინმე ამ ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ისტორიულ ძეგლებს, ასეულობით აღადგენს, დააფინანსებს უნივერსიტეტებს, ააშენებს სკოლებს, ფიზიკურად გადაარჩენს მეცნიერებს, ხელოვან ხალხს, აღადგენს თეატრებს, მე იმასაც ვუწოდებ ისეთივე დონის საზოგადო მოღვაწეს, როგორათაც შეიძლება განიხილავდნენ XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძეს“,-განმარტა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ამ განცხადებაზე ირმა ნადირაშვილმა რეპლიკის სახით თქვა, რომ „ამ სიტყვების შემდეგ, წინასწარ მინდა მოგილოცოთ, რომ აყვანილი ხართ ამ ვაკანსიაზე“.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი