პოლიტიკა
ირმა ინაშვილმა USAID-ის წარმომადგენლებს მოსაზრებები გააცნო საქართველოში დემოკრატიის განვითარებას ხელშემწყობი პროექტების შესახებ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
სტუმრების განცხადებით, 2019 წლიდან ახალი პროექტების მიზნობრივი ინიცირებისთვის მათთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი საჭიროებების ცოდნა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა USAID-ის წარმომადგენლებს მოსაზრებები გააცნო იმ პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებაც, მისი შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის განვითარებას ხელს შეუწყობს.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო, ასევე პოლიტიკური პარტიების ინსტიტუტის გაძლიერების ხელშეწყობის საკითხები ხალხთან კომუნიკაციისა დ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით.
ირმა ინაშვილის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


