პოლიტიკა
ირმა ინაშვილი შსს-სგან და პროკურატურისგან ითხოვს, დაადგინონ „ნაცმოძრაობის“ მიერ მიღებული 780 ათასი ხმის „რეალურობა“
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პროკურატურისგან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვა, ჩატარდეს გამოძიება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული „თითქოსდა 780 ათასი ხმის რეალურობის დადგენის მიზნით“.
ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას კითხვები გაუჩნდა, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 3 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა.
დეპუტატის მოსაზრებით, ადგილი აქვს „პოლიტიკურ აფერისტობასა და ყალთაბანდობას, რომელშიც ჩართული არიან როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე სააკაშვილ-ბოკერიები“.
„გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაახლოებით 3 000 ამომრჩეველი შეკრიბა. რეალურად, ამ აქციის ორგანიზება მოხდა 25 ნოემბრის ჩვენი აქციის საპირწონედ. 25 ნოემბრის აქციაში 100 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. აქციაში მონაწილეობდნენ ადამიანები, როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან. რაც არ უნდა გაბერონ მონაცემები, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში 3 000 ადამიანი მონაწილეობდა. მე ვსვამ კითხვებს, თუ პარტიას რეალურად ჰყავს 780 ათასი ამომრჩეველი, მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე რატომ მოდის 3 000 ადამიანზე ნაკლები? შეუძლებელია, რეალურად ამდენი ამომრჩეველი გყავდეს და შენს მიერ ორგანიზებულ მიტინგზე არ იდგეს მინიმუმ 30 ათასი ადამიანი. მე ვითხოვ, შს სამინისტრომ და პროკურატურამ სასწრაფოდ დაიწყონ გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული 780 ათასი ხმის რეალურობის დადგენის მიზნით. ადგილი აქვს პოლიტიკურ აფერისტობას და ამ აფერისტობაში მონაწილეობენ როგორც სააკაშვილ-ბოკერია, ისე მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან რიგი თანამდებობის პირები. ვსვამ კიდევ კითხვას, როგორ ხდება, რომ არჩევნების პირველ ტურზე მოდის 1 600 ათასი ამომრჩეველი და სააკაშვილ-ბოკერიებს უწერენ 780 ათას ხმას, ხოლო არჩევნების მეორე ტურზე მოდის 2 მლნ ამომრჩეველი და მათ ისევ იგივე ხმა რჩებათ? ეს არის სასაცილო. კიდევ მაქვს კითხვა, როგორ ხდება, რომ მსოფლიოში ყველა პარტიასა და პოლიტიკოსს ეცვლება რეიტინგი, მაგრამ არ იცვლება რატომღაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი. 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუწერეს 40%-იანი რეიტინგი, გადის 6 წელი და ეს რეიტინგი არ შეიცვალა? ასეთი რამ მსოფლიო პოლიტიკაში არ ხდება. ადგილი აქვს პოლიტიკურ აფერისტობასა და ყალთაბანდობას და მასში მონაწილეობენ როგორც სააკაშვილ-ბოკერიები, ისე ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები“, - განაცხადა ინაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ამ შეკითხვებით მიმართავს როგორც ხელისუფლებას, ისე ექსპერტებს და მათგან პასუხებს ითხოვს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


