პოლიტიკა
ირმა ინაშვილი საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ საპარლამენტო საქმიანობასა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში ფრაქციის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს პარლამენტისა და პოლონეთის პარლამენტის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. ირმა ინაშვილმა მარიუშ მაშკიევიჩს პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ საქმიანობა გააცნო და აღნიშნა, რომ პარტია საკანონმდებლო ინიციატივებზე აქტიურ მუშაობას გეგმავს.~
„ვისაუბრეთ იმ კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, რაც ფრაქციას საქართველოში პარლამენტში ექნება. მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივაზე. ეს ეხება, როგორც სარჩევნო სისტემის ცვლილებას, ისე ჩვენს მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. ასევე, ვისაუბრეთ პოლონეთის პარლამენტთან თანამშრომლობაზე, კონკრეტული შეხვედრების თემა განვიხილეთ. გავიხსენეთ პოლონეთის უახლოესი ისტორია, რა გზა გაიარა პოლონეთმა ბოლო 25 წლის განმავლობაში. მან ისაუბრა იმ გამოცდილებაზე, რომლის გაზიარებაც შეგვიძლია და აღნიშნა, რომ მხოლოდ ის კი არ უნდა გავიზიაროთ, რაც კარგია და რასაც მიაღწია პოლონეთმა, არამედ უნდა გავაანალიზოთ დაშვებული შეცდომებიც. ასევე ვისაუბრეთ თავად ჩვენი პარტიის გეგმებზე, გავაცანით ჩვენი პარტიის ისტორია და აღვნიშნეთ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებზე აქტიურად იმუშავებს, რაშიც დახმარება და კონსულტაციები აღგვითქვა პოლონელი ექსპერტების, პოლიტოლოგების და პოლიტიკოსების მხრიდან“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


