უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 თებერვალი, 2017 15:10
font-size

ირმა ინაშვილი ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ირმა ინაშვილმა ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიედრიუს პუოჯუნასთან შეხვედრა გამართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ აქტიურ ურთიერთობებზე და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე, ირმა ინაშვილმა სტუმარს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ელჩი დაინტერესდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით და ფრაქციის ხედვით ამ საკითხზე. „მე ელჩს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე თუ რა ინიციატივებით შედის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ საკონსტიტუციო კომისიაში, როგორია ჩვენი ხედვა ფარული მოსმენების კანონპროექტთან და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ასევე, საარჩევნო სისტემის რომელ მოდელს ვუჭერთ მხარს,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილეს და საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრეს. ირმა ინაშვილმა ელჩს პარტია „საქართველოს პატრიოტების“ ეკონომიკური პროგრამა გააცნო.

შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტი ერთმანეთს საკანონმდებლო ინიციატივების ნაწილში გამოცდილებას გაუზიარებს. ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში, ლიტვაში, საქართველოსა და ლიტვის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრების ვიზიტი დაიგეგმება.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი