პოლიტიკა
ირმა ინაშვილი ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობის და საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე იყო საუბარი შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ირმა ინაშვილსა და ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იანის ზლამეცს შორის გაიმართა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ირმა ინაშვილმა სტუმარს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ელჩი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით და აღნიშნულ საკითხზე ფრაქციის ხედვით დაინტერესდა.
მხარეებმა საარჩევნო სისტემის შესახებ ისაუბრეს. იანის ზლამეცის განცხადებით, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ლატვია მზადაა, საქართველოს გამოცდილება გაუზიაროს.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში, ლატვიაში, საქართველოსა და ლატვიის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრების ვიზიტი იგეგმება.
„შევთანხმდით, რომ გვექნება მჭიდრო ურთიერთობა ლატვიის საელჩოსთან. ჩვენი ფრაქცია ლატვიის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც გეგმავს ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობას,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


