პოლიტიკა
ირმა ინაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი, ირმა ინაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შაბთაი ცურის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
ირმა ინაშვილმა ისრაელის ელჩს ფრაქციის საპარლამენტო გეგმები გააცნო და იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ესაუბრა, რომელთა წარდგენასაც ფრაქცია საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს და საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. „ვისაუბრეთ ეკონომიკაზე, რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება და იმ გამოცდილებაზე, რაც ისრაელს აქვს დემოკრატიის მშენებლობის კუთხით“,- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტი ერთმანეთს საკანონმდებლო ინიციატივების ნაწილში გამოცდილებას გაუზიარებს. ასევე აღინიშნა, რომ ისრაელში საქართველოს პარლამენტის წევრების ვიზიტი დაიგეგმება. „ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები არაერთი მიმართულებით და ეს მეგობრული ურთიერთობა და პარტნიორობა გაგრძელდება. გაღრმავდება ურთიერთობები ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ვგეგმავთ ვიზიტს ისრაელში, სადაც ისრაელის პარლამენტის წარმომადგენლებს შევხვდებით,“-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირმა ინაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


