პოლიტიკა
ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს გადადგომისკენ მოუწოდებს
"პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქციებს განაგრძობს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, საპროტესტო ტალღა, თბილისის გარდა, სხვა ქალაქებშიც გაგრძელდება.
"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ის უპირისპირდება უკანონობას და ძალადობას.
,,ჩვენ გადავდივართ მოქმედების სრულიად ახალ ეტაპზე და საპროტესტო ტალღა გადაედება მთელ საქართველოს. ეს გავრცელდება არამარტო თბილისში, არამედ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქს მოიცავს უახლოეს პერიოდში. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება. ამ გაყალბებაში მონაწილეობა მიიღო კვირიკაშვილმა, კობახიძემ, მდინარაძემ, თალაკვაძემ - ამ ჯგუფმა და პლუს გოგორიშვილმა, ბოკერიას ჯგუფმამ, მაჭავარიანმა. ამ ხალხმა მორიგჯერ ქვეყანაში გააყალბა არჩევნები. ჩვენ არ დავუშვებთ ხელოსუფლების უზურპაციას ამ ჯგუფის მხრიდან“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გადადგეს და გახდეს რიგითი დეპუტატი, რადგან ვერ ასრულებს თავის უფლება-მოვალეობებს.
,,ის ასევე წარმოადგენს ბოკერიას ჯგუფის გამცოცხლებელ ერთ-ერთ ინსტრუმენტს. ამიტომ, უნდა გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


