პოლიტიკა
ირმა ინაშვილი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „პატრიოტების“ წევრმა ირმა ინაშვილმა, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტთან შეხვედრა გამართა.
ოფიციალური ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმხრივ ურთიერთობას და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას შეეხო.
დიდი ბრიტანეთის ელჩი ფრაქციის საპარლამენტო გეგმებით და საკანონმდებლო ინიციატივებით დაინტერესდა. ჯასტინ მაკკენზი სმიტმა ირმა ინაშვილისგან პრეზიდენტის არჩევის წესისა და სააჩევნო სისტემის შესახებ ფრაქციის ხედვებზე მიიღო ინფორმაცია.
ირმა ინაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა საგანმანათლებლო პროექტებისთვის, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ქართველი სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის აქტიურად ახორციელებს.
მხარეები მომავალში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
„ვისაუბრეთ საინვესტიციო პროექტებზე. მოეწყობა აქტიური დისკუსიები საარჩევნო თემატიკაზე და დემოკრატიული რეფორმების საკითხებზე. შევთანხმდით, რომ დიდ ბრიტანეთში ჩვენი ვიზიტი დაიგეგმება,“- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირმა ინაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


