პოლიტიკა
ირმა ინაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტომაშ პერნიცკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს და აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.
„ჩეხეთის ელჩთან შეხვედრისას სტუმარს ჩვენი ფრაქციის ის საკანონმდებლო ინიციატივები გავაცანი, რომლის პარლამენტისთვის წარდგენას საგაზაფხულო სესიისთვის ვგეგმავთ. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორმხრივ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების თემატიკას და კონკრეტული შეხვედრების ორგანიზებას. ჩეხ დიპლომატთან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხებსაც შევეხეთ“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


