პოლიტიკა
ირლანდიის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 23 თებერვალს ირლანდიის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია.
დოკუმენტის თანახმად, ირლანდია კიდევ ერთხელ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რეზოლუციაში ხაზგასმულია მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ.
„კომიტეტი მიესალმება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და თვლის, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისათვის ევროპულ გზაზე და გზას უხსნის თვისობრივად ახალ პერსპექტივებს ორმხრივ ურთიერთობებში“, - წერია დოკუმენტში.
გარდა ამისა, კომიტეტი ითხოვს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დაუყოვნებლივ დასრულებას.
დოკუმენტში წერია საქართველოსა და ირლანდიას შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ. კერძოდ, ნახსენებია ირლანდიაში საქართველოს ახლადგახსნილი საელჩოს როლი ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გიორგი ზურაბაშვილის რამდენიმე შეხვედრა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის წევრებთან, სადაც მან პარლამეტარებს აცნობა საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


